სილქნეტის შეთავაზებები

10 აპრილი, 2020
სილქნეტი თავის აბონენტებს შეახსენებს იმ შეღავათიან პირობებსა და სპეციალურ ფასდაკლებებს, რაც ინტერნეტის მოხმარებისთვის განსაკუთრებით მარტივი და კომფორტულია.
 
ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი, პაკეტი „უსასრულო 5“, პაკეტი „მეტი“, დღიური და ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტები - ყველაფერი სილქნეტის მობილური აბონენტებისთვის, იმისათვის, რომ იყვნენ ონლაინ და დარჩნენ სახლში.
 
COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მსოფლიო პანდემიის პირობებში, ონლაინ სწავლისა და მუშაობის აუცილებლობა თვითიზოლაზიისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სილქნეტი თავის აბონენტებს უწყვეტი ინტერნეტით სარგებლობისთვის, არა მხოლოდ ფიქსირებული ინტერნეტის, არამედ მობილური ინტერნეტის შეღავათიან და მარტივად გასააქტიურებელ პირობებს სთავაზობს.
 
არსებულ პაკეტებთან ერთად, კომპანიამ, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიმუშავა სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები იმისათვის, რომ აბონენტებმა თავიანთი საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, კომფორტული და რაც მთავარია, შეღავათიანი პირობები შეარჩიონ და მათი მეშვეობით უპრობლემოდ განაგრძონ მუშაობა, სასწავლო პროცესი და სხვა აუცილებელი საქმიანობა თავიანთი სახლებიდან. 
 
ამისათვის, სილქნეტი ყველა მობილურ შეთავაზებას ერთიანად შეახსენებს მომხმარებელს:
 
აქცია ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებზე 5 და 30 დღით
  • „უსასრულო 5“
  • პაკეტი „მეტი“
  • ერთდღიანი ინტერნეტ პაკეტები
  • 30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები
     

    პაკეტი „მეტი“

    პაკეტი „მეტი“ აბონენტებს ინტერნეტის, სასაუბრო დროისა და SMS-ების ერთობლიობას სთავაზობს, ერთი თვის განმავლობაში და მორგებულია სხვადასხვა მოთხოვნის მქონე მომხმარებლისთვის:

    „მეტი S +“ 8 ლარად - 300 MB, 1000 SMS, 150 ლოკალური წუთი;

    „მეტი M“ – 10 ლარად - 700 MB, ულიმიტო SMS და ულიმიტო შიდა ქსელის საუბრები;

    „მეტი უსასრულო“ - 25 ლარად - 1 GB, ულიმიტო სასაუბრო ლოკალურ ქსელებზე, ულიმიტო SMS;

    „მეტი უსასრულო +“ – 35 ლარად მიმდინარე აქციის ფარგლებში  7 GB ინტერნეტი, ულიმიტო SMS და ულიმიტო სასაუბრო ლოკალურ ქსელებზე (აქციამდე პაკეტის ფასი 50 ლარს შეადგენდა და შედიოდა 7-ის ნაცვლად 5 GB ინტერნეტ მოცულობა).

     

    (პაკეტების აქტივაცია და მართვა შესაძლებელია კოდით *010# ან აპლიკაციიდან My silknet). 

     

     

    უსასრულო 5“

    „უსასრულო 5“ აქციის ფარგლებშია, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებისთისაც არის ხელმისაწვდომი, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, რომ განსაკუთრებულ ფასად - 5 ლარად გაიაქტიუროს აღნიშნული პაკეტი შემდეგი პირობებით:

     

  • 1 GB მობილური ინტერნეტი;
  • ულიმიტო ადგილობრივი ზარები;
  • ულიმიტო  SMS.

    პაკეტით სარგებლობის ვადა 5 დღე

         (პაკეტების აქტივაცია და მართვა შესაძლებელია კოდით *202# ან აპლიკაციიდან My silknet).