რეგიონებში DSL მომსახურებაზე ინტერნეტის სიჩქარე იზრდება!
დღეიდან დედოფლისწყაროში,სიღნაღში, წნორში, ახმეტასა და აბასთუმანში აბონენტები ფასის შეუცვლელად გაუმჯობესებულ ინტერნეტ სიჩქარეს მიიღებენ.
მინიმალური პაკეტის სიჩქარე 3მბ/წმ-ია. აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ 8 მბ/წმ-დე სიჩქარის სხვადასხვა პაკეტი შეარჩიონ და განახლებული სატარიფო პირობებით ისარგებლონ.
არსებული აბონენტების სტანდარტულ პაკეტებზე გადაყვანა განხორციელდება ავტომატურად.
ასევე დღეიდან, აღნიშნულ რეგიონებში შესაძლებელი გახდა DSL ტექნოლოგიით SilkTV-ის სერვისის მიწოდება.
სიახლე ვრცელდება არსებულ და ახალ აბონენტებზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს 24საათიანი ცხელი ხაზი 2 100 100.