თავსატეხებისა და თამაშების პირველ ქართულ პორტალს სილქნეტი გახსნის - SILKGAMES.GE

2 მარტი, 2021

ციფრული თამაშებით სტრატეგიულ აზროვნებას, მოვლენათა განვითარების გათვლას და ბარიერების გადალახვას ვსწავლობთ. ჩვენი ლოგიკა, ტვინის უჯრედები მომგებიან ვარიანტებს ამუშავებს, ეძებს რამდენიმე სწორ პასუხს ერთდროულად, ცდილობს გამოიცნოს მოწინააღმდეგის ნაბიჯები, რაც წაგებას და რთულ სიტუაციას აარიდებს. რაც მთავარია, ყოველთვის არის შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობა, რომ შემდეგ თავიდან გაიაროს გზა გამარჯვებისაკენ.

 

სილქნეტმა ციფრული თამაშების პორტალი SILKGAMES.GE გახსნა მობილურ ქსელში ჩართული საკუთარი აბონენტებისთვის.

 

ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში ხელმისაწვდომია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის.

 

ჟანრობრივად დაყოფილ თამაშებს  თან ერთვის მოკლე ინფორმაცია და ვიდეო გიდი. შესაძლებელია  ჩამოტვირთვა და ინდივიდუალურად თამაში, ასევე აქვს მულტიფლეიერის კატეგორია, სადაც მეგობრებთან ერთად გართობას შეძლებთ.

პორტალი ყველა თამაშს პრემიუმ ვერსიით სთავაზობს მსურველს: ცნობილი სტრატეგიული თამაშები და საუკეთესო გასართობი ნაკრები , სპორტის სახეობები, ხატვა, ფაზლი, ტიკ ტაკი - თამაშების სირთულე, ბარიერები და ყველა დონე გათვლილია სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მოთამაშეზე.  

 

Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური  5 ლარია.

 

მომხმარებელი რეგისტრირდება მობილური ნომრით და ამავე ნომრის ანგარიშზე შეაქვს საფასური. მომდევნო 30 დღის მანძილზე კი აქვს წვდომა თამაშების სრულ ვერსიაზე და სრულ ფუნქციონალზე შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს მობილური ნომრის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდება, მომსახურება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 30 დღით იმავე პირობით.  

თამაშების პორტალზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ აქტიური მობილური ნომრისთვის.  

სერვისის დეაქტივაციის სურვილის შემთხვევაში  მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს SMS-ი სიტყვით “NO” ნომერზე 90066.

საუკეთესო შედეგები მხოლოდ თქვენს უნარებზეა დამოკიდებული. გაგვიზიარეთ !