სილქნეტში მასიური სისტემური განახლება მიმდინარეობს

23 თებერვალი, 2021

სილქნეტში მასიური სისტემური განახლება მიმდინარეობს - IT ტრანსფორმაციის პროექტი სილქნეტს ციფრული სერვისების მიმწოდებელ კომპანიად გარდაქმნის. 10 მარტიდან სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება

 


პირველ რიგში, გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ თითოეულ ჩვენს აბონენტს, რომელსაც წუთით მაინც ჰქონდა ტექნიკური შეფერხება ჩვენი სერვისების მიღებისას. განუწყვეტელი ტექნოლოგიური პროგრესი და მომხმარებელზე ზრუნვა სილქნეტის ყოველდღიური სამუშაო პროცესია და ამას ემსახურება სილქნეტისვე ათასობით თანამშრომელი. 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროსა და გარემოში ჩვენი კომპანიის ტექნიკური გუნდი ასრულებს სამუშაოს, რომლის მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო მომსახურება - ყველა ის სატელეკომუნიკაციო სერვისი, რაც დღეს თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილია.  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენი მიზანია, IT ტრანსფორმაციის პროექტის მეშვეობით  სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს და ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ ყველაზე თანამედროვე და კომფორტული მომსახურება.

 

ვწუხვართ ბოლოდროინდელი დისკომფორტისა და შეფერხებების გამო. ამჟამად, პრობლემების უმეტესობა უკვე აღმოფხვრილია და ახალ სისტემაზე გადასვლა, ფაქტიურად, დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ საბოლოო სამუშაოები, რის შემდეგაც, ჩვენ შეგვიძლია ყოველგვარი შეფერხების გარეშე, განვაგრძოთ მომსახურების უზრუნველყოფა.


გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი მომხმარებელი, რომ ეს დროებითი ხარვეზები სულ მალე გამოსწორდება და ისინი სილქნეტისგან მიიღებენ უმაღლესი დონის, მსოფლიო კლასის მომსახურებას. მათი ყოველი სურვილი და მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება ჩვენს მიერ გაცილებით მოკლე დროში, ვიდრე ეს ხდებოდა აქამდე. ეს იქნება ახალი ციფრული პლატფორმის მქონე კომპანიის მიერ მოწოდებული შეუფერხებელი სერვისები, როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ქსელში. უკვე მარტის დასაწყისში, კონკრეტულად 10 მარტიდან, სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება.