Vendoo-ს მომხმარებელს სმარტფონის შეძენისას სილქნეტისგან საჩუქრად გაუაქტიურდება ინტერნეტ მოცულობა

11 იანვარი, 2021

Vendoo-ს მომხმარებელს სმარტფონის შეძენისას სილქნეტისგან საჩუქრად გაუაქტიურდება მობილური ინტერნეტის პაკეტები

 

სილქნეტისა და Vendoo-ს ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, ონლაინ მაღაზიის საშუალებით შეძენილ სმარტფონზე, მომხმარებელს საჩუქრად გაუაქტიურდება ინტერნეტ პაკეტი. 

 

ინტერნეტ მოცულობას განსაზღვრავს სმარტფონის ღირებულება:

  • 500 ლარამდე ღირებულების სმარტფონზე გააქტიურდება - 30 დღიანი 5 გბ-იანი ინტერნეტპაკეტი;
  • 500 ლარიდან- 1000 ლარამდე ღირებულების სმარტფონზე გააქტიურდება - 30 დღიანი ულიმიტოინტერნეტპაკეტი;
  • 1000 ლარის და მეტი ღირებულების სმარტფონზე გააქტიურდება - 60 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი.

 

სასაჩუქრე ინტერნეტ პაკეტი ტელეფონის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში გააქტიურდება.

სურვილის შემთხვევაში, Vendoo-ს მომხმარებელს შეეძლება  საჩუქარი გადასცეს სილქნეტის ქსელში ჩართულ სხვა პირს (ოჯახის წევრს, მეგობარს), რის შემდეგაც აღნიშნული ნომერი ისარგებლებს  აქციის პირობით.

 

სილქნეტისა და Vendoo-ს ერთობლივი აქცია 12 იანვრიდან ამოქმედდება.


დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს www.vendoo.ge