სილქნეტი "1 წლიანი ულიმიტო პაკეტის" აქციას შეთავაზებს მომხმარებლებს!

22 დეკემბერი, 2020

 

22 დეკემბრიდან სილქნეტი იწყებს აბონენტებისთვის ერთწლიანი ულიმიტო პაკეტის შეთავაზებას.  აქციის პირობით,  12 თვის განმავლობაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება:

1 GB ინტერნეტი, ასევე შეუზღუდავად  მობილური ზარები და SMS -ები.  

აღნიშნული შეთავაზება დააინტერესებთ, მათ ვინც ყოველთვიურად იძენს პაკეტს „მეტი უსასრულო“ (თვეში 25 ლარი).  
ერთი წლით გააქტიურების შემთხვევაში კი, აბონენტი 30%-იან ფასდაკლებას  მიიღებს ულიმიტო მეტის პირობებზე. 

პაკეტის დარიცხვა ყოველთვიურად მოხდება ავტომატურად - 12 თვის განმავლობაში ყოველ 30 დღეში ერთხელ. 

„ერთწლიანი ულიმიტო პაკეტის“ ჩართვა შესაძლებელია ერთჯერადად: კომბინაციით *030# და ბალანსზე 210 ლარის (ნაცვლად 300 ლარისა) არსებობის შემთხვევაში.

აქციის ფარგლებში გააქტიურებული პაკეტის მოქმედების ერთწლიან ვადაში შეზღუდულია პაკეტის დეაქტივაცია კომბინაციის მეშვეობით. აბონენტის ინიციატივით აქციის ვადამდე შეწყევტის მოთხოვნის შემთხვევაში (სერვის ცენტრისადმი მიმართვის გზით)  არ მოხდება გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ან დარჩენილი თვეების ბონუსის წინასწარ ერთბაშად დარიცხვა.

შეთავაზებით ისარგებლებენ ფიზიკური და იურიდიულიპირები (ვისთვისაც არ არის შეზღუდული პაკეტი "მეტი უსასრულოს" აქტივაცია). პაკეტში შემავალი ინტერნეტ მოცულობის (1GB) ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელს დაერიცხება ყოველგახარჯულ 1 მბ-ზე 1 თეთრი.

ულიმიტო ზარები ვრცელდება ყველა ადგილობრივ ქსელზე გლობალსელის და ასანეტის გარდა.