ცვლილება მობილური ქსელის პაკეტებში

8 ოქტომბერი, 2020

დღეიდან (8 ოქტომბერი) უქმდება სოციალური ქსელების პაკეტი, ხოლო სმარტფონ პაკეტში იცვლება პირობები:
 

·       ტარიფის შეუცვლელად (50 თეთრი) პაკეტში გაიზრდება ინტერნეტ მოცულობა 150 მბ-მდე;

·       აღარ დაჯამდება გაუხარჯავი ინტერნეტ მოცულობა;

·       ინტერნეტ მოცულობის ამოწურვის შემდეგ, პაკეტის ვადის ფარგლებში 1 მბ ღირებულება -  1 თეთრი იქნება

 

სმარტფონ პაკეტი - დამატებითი ინფორმაცია:
 

დღეში 150 მბ-ის ინტერნეტ-ტრაფიკის გახარჯვამდე, ინტერნეტის მიწოდება ხდება მოცემული მომენტისთვის ქსელში არსებული მაქსიმალური სიჩქარით, ხოლო პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვის შემდეგ, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტზე ისარგებლებთ ტარიფით - 1 MB - 1 თეთრი.

სიჩქარის გასაზრდელად სერვისის განახლებამდე შესაძლებელია სმარტფონ-პაკეტის ხელახლა გააქტიურება.

იმ შემთხვევაში თუ მომსახურების განახლების დროს ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა,  სმარტფონ - პაკეტი შეჩერდება და მომხმარებელი ისარგებლებს ინტერნეტზე სტანდარტული ან მის მიერ გააქტიურებული სხვა პაკეტის ტარიფით.

სერვისის განახლება მოხდება საკმარისი თანხის ჩარიცხვისთანავე.

სერვისის კოდით გასააქტიურებლად მომხმარებელმა უნდა აკრიფოს - *008#OK

 
მობილური ინტერნეტმომსახურების  ხარისხის პარამეტრი:
დაყოვნება  (მილიწამი): < 400

სმარტფონ პაკეტის ჩართვა შესაძლებელია სხვა პაკეტებთან ერთად.