29 სექტემბერს მობილურ ქსელში დაფიქსირებული შეფერხებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს

30 სექტემბერი, 2020

სილქნეტი 29 სექტემბერს მობილურ ქსელში დაფიქსირებული შეფერხების შესახებ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის

29 სექტემბერს სილქნეტის მობილური ქსელის ნაწილში მიმდინარე მოდერნიზაციის სამუშაოების დროს მოხდა შეფერხება, რაც აისახა შემომავალ და გამავალ ზარებზე,   ინტერნეტ პაკეტების გამოყენებაზე, USSD კოდების მუშაობაზე და სერვისების გააქტიურებაზე თანხის გადახდის შემდეგ.
 

შეფერხება გრძელდებოდა დღის განმავლობაში. კომპანიის ტექნიკური გუნდი სრული დატვირთვით მუშაობდა აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად

 
ამჟამად, მობილური ქსელი გამართულად მუშაობს და ემსახურება მომხმარებელს სრული დატვირთვით.

ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ საუკეთესო არჩევანი ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამას ემსახურება ქსელში გატარებული პერიოდული სამუშაოები, რომელთა მსვლელობისას მოხდა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებზე დროებითი შეფერხება. ვწუხვართ, შექმნილი დისკომფორტის გამო და ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებელს.