ჩვენ შესახებ


 

სილქნეტი ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას,  ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას. სილქნეტს მინიჭებული აქვს B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) საკრედიტო რეიტინგები.
სილქნეტი პირველი კერძო ქართული კომპანიაა არასაბანკო სექტორის კომპანიებს შორის, რომელმაც ევროორბლიგაციები გამოუშვა. კომპანიამ 2019 წლის აპრილში 200 მილიონი დოლარის 5 წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც სავაჭროდ დაიშვა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. 
 
სილქნეტი ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მისი წინსვლის ხელისშემწყობი ძალაა. დაარსების დღიდან, სილქნეტმა ადამიანების ცნობიერებაში შეცვალა ურთიერთობისთვის საჭირო დრო და არსებული საშუალებები.  ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, განვითარების ყველა ეტაპზე კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და არის პასუხისმგებლიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიური მიმართულებით. ასეთი პროექტებია სათხილამურო ფედერაციის მრავალწლიანი პატრონაჟი, ლოკომოტივის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სპონსორობა,  წინანდალში დაარსებული მსოფლიო დონის კლასიკური ფესტივალის, „წინანდლის ფესტივალის“ სპონსორობა და სხვა. კომპანიის მხარდაჭერით გამოიცემა სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე. სილქნეტმა 2018 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლიც საქართველოს სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დაჭრილ ქართველ მებრძოლებს ეხმარება.  2019 წელს, ევროპის წამყვან ახლი ამბების არხთან, ევრონიუსთან პარტნიორობით, სილქნეტმა საქართველოში დააფუძნა  ახალი ქართულენოვანი არხი, „ევრონიუს ჯორჯია“, რომელიც ევრონიუსის მესამე ფრანშიზაა ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ.  
 
დღეისათვის, სილქნეტში დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. 




შესაბამისობის დეკლარაცია

 

კორპორატიული მმართველობა

 
Silknet Charter - Georgian           
 
 

 

პოლიტიკა

 
ანტიკორუფციული პოლიტიკა
 
უსაფრთხოების პოლიტიკა
 
მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი
მენეჯმენტი

დავით მამულაიშვილი

გენერალური დირექტორი

დავით მამულაიშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2016 წელს. 2010 წლიდან იგი “სილქნეტის” შიდა კონტროლისა და სტანდარტიზაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.  “სილქნეტში” მუშაობის დაწყებამდე  დავით მამულაიშვილი სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული და იყო რამდენიმე მსხვილი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (მათ შორის, ლომისი, ინტერპლასტი).  გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობასაც იკავებდა.

ლილი ფშავლიშვილი

ფინანსური დირექტორი

ლილი ფშავლიშვილი ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე 2010 წელს დაინიშნა. სილქნეტში მუშაობის დაწყებამდე იგი საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა.  მანამდე ლილი ფშავლიშვილი “სილქ როუდ” ბანკის კომერციული დირექტორი იყო.  კარიერის დასაწყისში კი საქართველოს ეროვნულ ბანკის საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე მუშაობდა.

 

ლევან ბუჩუკური

აბონენტთა მომსახურების მიმართულების დირექტორი

ლევან ბუჩუკური „სილქნეტის“ აბონენტთა მომსახურების მიმართულების დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 1 ივნისს დაინიშნა. იგი ასევე არის „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2011 დან 2016 წლამდე იყო „სილქნეტის“ გენრალური დირექტორი. 2010 – 2011 წლებში მუშობდა „სილქნეტში“ სხვადასხვა პოზიციებზე (გენერალური დირექტორის მოადგილე, კომერციული დირექტორი, ტექნიკური დირექტორი). მას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის დიდ გამოცდილება აქვს. 2009 – 2010 წლებში ასევე იყო შპს „ნოვუსის“ დირექტორი, 2007-2009 წლებში შპს „ტექნოსერვისის“ დირექტორი, ხოლო 2004-2007 წლებში შპს „იბერიატელის“ დირექტორი. ლევან ბუჩუკური წლების განმავლობაში მუშაობდა შპს „მაგთიკომში“, იგი იყო გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი (1997-1999), აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსი (1999-2000), გენერალური დირექტორის მოადგილე (2000-2001) და გენერალური დირექტორი (2001-2004). 1995-1997 წლებში ლევან ბუჩუკური მუშაობდა შპს „მეგაკომში“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ლევან ბუჩუკურს ფლობს მაგისტრის ხარისხს ელექტორნიკაში და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებში (1988-1994; 1989-1992 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). 

ნუგზარ ჩინჩალაძე

კომერციული დირექტორი

ნუგზარ ჩინჩალაძე კომერციული დირექტორის თანამდებობზე 2012 წელს დაინიშნა.  2010-2012 წლებში იგი “სილქნეტში” სხვადასხვა მმართველ თანამდებობაზე მუშაობდა. მას აქვს ათ წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში.

ვერა დუდუჩავა

საოპერაციო მიმართულების დირექტორი

ვერა დუდუჩავა “სილქნეტის” საოპერაციო მიმართულების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე იგი ხელმძღვანელობდა  სილქნეტის IT ტრანსფორმაციის პროექტს 2018 წელს.  „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვამდე იგი „ჯეოსელის“ აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდის წევრი იყო. „ჯეოსელში“ მუშაობა 2000 წელს აბონენტთა მომსახურების განყოფილებიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა. ასევე, იგი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, ამავე მიმართულებით. 2013 წლიდან ვერა დუდუჩავა იყო „ჯეოსელის“ აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, რის შემდეგაც კარიერა „სილქნეტში“ გააგრძელა. ვერა დუდუჩავა გარკვეული პერიოდით იკავებდა საოპერაციო მიმართულების დირექტორის თანამდებობას კომპანია “Nexus Enterprises”-ში.   

ირაკლი სიყმაშვილი

ტექნიკური დირექტორი

ირაკლი სიყმაშვილი „სილქნეტის“  ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა 2019 წლის თებერვალში. „სილქნეტში“ მუშაობის დაწყებამდე, 2016 წლიდან იგი იყო ააიპ „ოუფენ ნეტის“ საოპერაციო მიმართულების დირექტორი. 2007 დან 2016 წლამდე ირაკლი სიყმაშვილი იკავებდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას „სილქნეტის“ ტექნიკურ მიმართულებაში, ხოლო 2000-2006 წლებში მუშაობდა „ჯეოსელის“ ტექნიკურ მიმართულებაში.

 

 

შოთა ღვინიანიძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დირექტორი

შოთა ღვინიანიძე „სილქნეტში“ 2019 წლის სექტემბრიდან მუშაობს. „სილქნეტში“ მუშაობის დაწყებამდე იგი მუშაობდა შპს „მაგთიკომში“, სადაც მან კარიერული გზა პროგრამისტის პოზიციიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელამდე გაიარა და მრავალ მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილება. 

„მაგთიკომში“ მუშაობის დაწყებამდე შოთა ღვინიანიძე საქართველოს ეროვნული ბანკში მუშაობდა, სადაც მისი მონაწილეობით საინფორმაციო ტექნოლოგიების და ანგარიშსწორების სისტემების დარგში რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდა.

შოთა ღვინიანიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სწავლობდა საბანკო საქმეს „ESM თბილისში“. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია ბანკთაშორისი ანგარიშწორების სისტემებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.