NYC Escorts
.
  • Geocell

FAQ

როგორ ჩავრთოთ სილქფესტის აქცია?

ამ კონკრეტული სილქფესტის აქტივაცია შესაძლებელია კოდით *202# (თითოეული პაკეტს აქტივაციის საკუთარი კოდი გააჩნია)

როგორ შევამოწმოთ სილქფესტის ვადა, ბონუსები?

ბონუსების შემოწმება ხდება კომბინაციით*202*1#, აგრეთვე ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის შემთხვევაში კომბინაციით *019*1#.

სად, რა მიმართულებით იხარჯება სილქფესტის ბონუს წუთები?

ბონუს წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე. წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.

დაჯამდება თუ არა სილქფესტის ბონუსები სხვა ბონუსებთან?

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. ასევე არ ჯამდება სხვა პაკეტების ბონუსებთან. 

რა ტარიფი მოქმედებს სილქფესტის ინტერნეტ ბონუსის ამოწურვის შემდეგ?

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ერიცხება 1მბ -ზე  15 თეთრი;

რამდენი ხანი აქვს ვადა სილქფესტის აქციებს?

სილქფესტით შეთავაზებული პირობა 30 დღით აქტიურდება;

როდის შეიძლება ჩავრთოთ სილქფესტი?

მხოლოდ აქციის დღეს

სილქფესტის შეთავაზება ერთჯერადია თუ გაგრძელებადი?

სილქფესტის აქციები არის ერთჯერადი;

როგორ გავიგო როდისაა სილქფესტის აქცია?

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება აქციის შესახებ ინფორმაცია.