აბონენტებს, რომლებსაც თეთრიწყაროსა და ბაკურიანში მიეწოდებოდათ ინტერნეტ მომსახურება რადიო სარელეო არხით, გაუაქტიურდებათ DSL ინტერნეტის სტანდარტული პაკეტები.
თვეში 24 ლარად მომხმარებლები ისარგებლებენ 3 მბ/წმ-მდე სიჩქარის ინტერნეტით და შესაძლებლობა მიეცემათ გაიაქტიურონ Silk TV-ის სერვისი.
განახლებული პაკეტები აბონენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ 8მბ/წმ-მდე სიჩქარის ინტერნეტი და დაიმატონ Silk TV-ის მომსახურება.
დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე ახალი რეგისტრაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი 2 100 100.