როუმინგის განახლებული USSD მენიუ

23 დეკემბერი, 2021

გაცნობებთ რომ 2021 წლის 24 დეკემბერს როუმინგის USSD მენიუს *117# ემატება ტარიფების გვერდი.

ამიერიდან შეძლებთ საერთაშორისო როუმინგის ოპერატორების ტარიფების გაგებას USSD არხის *117# მეშვეობით. USSD არხთან წვდომა აბონენტებს ექნებათ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ (იმ ოპერატორებთან, სადაც USSD არხი არის გახსნილი).

ამ არხის საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება როუმინგული სერვისების შემდეგი ტარიფები ოპერატორების მიხედვით:

 

  • გამავალი ზარი საქართველოში
  • გამავალი ზარი ქვეყნის შიგნით (სადაც იმყოფება)
  • გამავალი ზარის წამოწყება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • შემომავალი ზარი
  • შემომავალი ზარის წამოწყება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • 1 SMS-ის ტარიფი
  • 1 MB-ის ტარიფი

 

ონლაინ როუმინგის აბონენტებისთვის დამატებით ხელმისაწვდომი იქნება გამავალი ზარის ტარიფი უცხოეთში.

იმ საერთაშორისო როუმინგის ოპერატორების ტარიფები, სადაც USSD არხი არ არის ხელმისაწვდომი, აბონენტებს მიუვათ SMS შეტყობინების სახით შესაბამისი ოპერატორის ქსელზე დარეგისტრირებისას.