Silk Go უკვე შენს სმარტ ტელევიზორშია

15 დეკემბერი, 2021

სილქნეტის კიდევ ერთი საჩუქარი საახალწლოდ! - ქართული სატელევიზიო  პლატფორმა Silk Go სმარტ ტელევიზორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პროვაიდერის ქსელით სარგებლობ, ისიამოვნე Silk TV-ის მრავალფეროვანი კონტენტით შენს სმარტ ტელევიზორში, თანაც ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის  გარეშე.

 

დარეგისტრირდი და გაიარე ავტორიზაცია მარტივად:

•    ჩამოტვირთე აპლიკაცია "Silk Go" ტელევიზორში.
•    გამოიყენე მობილურის  QR კოდი;
•    მიყევი რეგისტრაციის პროცესს ტელევიზორის  ვებ ბრაუზერიდან საიტზე - http://silktv.ge/register  

 

აქციის ფარგლებში Silk TV-ის  40-ზე მეტ არხთან უფასო წვდომა გაქვს! პაკეტს „პრემიუმ ჯორჯია“კი 15 იანვრის ჩათვლით საჩუქრად მიიღებ, რომელშიც ყველა ძირითად ქართულ არხს ნახავ: პირველი არხი; ტვ პირველი; იმედი; რუსთავი 2; მაესტრო; GDS TV; ფორმულა; მთავარი არხი; Music Box; არტარეა, ასევე ევრონიუს ჯორჯია და სხვა. მას შემდეგ რაც მიმდინარე აქცია დასრულდება, 11 ქართული არხი კვლავაც უფასო დარჩება!

 

ჩართე Silk Sport-ის სამივე არხი და ისიამოვნე სპორტული ექსკლუზივით: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, სერია A, რაგბისა და  NBA ჩემპიონატები; ჩაუჯექი სილქ უნივერსალს, სილქ დოკუმენტურს, Silk Kids-ს, სილქ კინო არხებზე კი სადღესასწაულო დღეებში  საახალწლო ფილმებსაც შემოგთავაზებთ.

 

Silk Go ყველა გემოვნებისთვისაა! თუ ხარ ავტომოყვარული, კინომანი, კულინარიით დაინტერესებული, გახსოვდეს რომ აქ ნებისმიერი სასურველი პროგრამის პოვნა შეგიძლია. ასევე, უცხოურ კატეგორიაში გასართობ, საინფორმაციო, მუსიკალურ, საბავშვო, სპორტულ და შემეცნებით არხებს იპოვი: BBC; Дождь; CNBC; Mezzo...

 

რა უნდა იცოდე: 

•    აპლიკაცია თავსებადია 2017 წლიდან წარმოებული ტელევიზორების ოპერაციულ სისტემასთან და მაუწყებლობს როგორც LAN კაბელით, ისე WiFi კავშირით. 

•    აპლიკაცია Silk Go-ს გამოყენებას შეძლებ: სმარტფონზე, პლანშეტზე და პერსონალურ კომპიუტერზე.