სასიხარულო ინფორმაცია დიდი რაგბის მოყვარულებისთვის!

3 ნოემბერი, 2021

SilkTV-ის ყველა ძირითად პაკეტს ქართული არხი „რაგბი TV” ემატება.

აღნიშნული არხი მაუწყებლობდა მხოლოდ თემატური პაკეტის სახით, ხოლო  12 ნოემბრიდან, ტარიფის უცვლელად,  რაგბი TV ხელმისაწვდომი იქნება SilkTV-ის ყველა აბონენტისთვის, განურჩევლად პაკეტისა.

სპორტის მოყვარულებს ვაცნობებთ, რომ 21 ნოემბრის ჩათვლით არხზე მიმდინარეობს შემოდგომის ერთა თასი.