მომხმარებელთა საყურადღებოდ!

4 ოქტომბერი, 2021

ძვირფასო მომხმარებლებო,

როგორც ცნობილია, Facebook, Instagram და WhatsApp ამჟამად გათიშულია. შეფერხება ფიქსირდება მთელ მსოფლიოში. მასშტაბური ხარვეზის გამო, აღნიშნული სერვისები მომხმარებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია.

შესაძლოა ფეისბუქის ვებგვერდზე შესვლისას ხარვეზის გვერდი ან შეტყობინება დაგხვდეთ და ბრაუზერს ვერ დაუკავშირდეთ.

შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.