„დისტანციური სწავლება“- 20 GB მობილური ინტერნეტპაკეტი 10 ლარად.

14 სექტემბერი, 2021

სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით მიმდინარე სასწავლო წელსაც ისარგებლებენ. 

 

 

სწრაფი ინტერნეტი სასწავლო პროცესის ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, ამიტომ თუ ხარ მასწავლებელი ან სკოლის მოსწავლე: 

 

  1. გაიარე რეგისტრაცია https://mobile.emis.ge/-ზე.
     
  2. ავტორიზაციის შემდეგ კი გაიაქტიურე შეთავაზება კოდით *172#

 

მიიღე 20 GB მობილური ინტერნეტი - 10₾ 

 

 

 

 

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა. სილქნეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ონლაინ სწავლების პროცესის ხელშეწყობა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მაქსიმალურად სილქნეტის მობილურ ქსელიში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა.

 

სილქნეტი წლებია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ემსახურება სატელეკომუნიკაციო მომსახურებით კონსოლიდირებული სამთავრობო ტენდერის ფარგლებში. პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროსთან თანამშრომლობით, დანარჩენ ორ ოპერატორთან ერთად, სილქნეტი თავის მომხმარებელს (საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს) სპეციალურ შეღავათიან ტარიფს სთავაზებს - 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად. აღნიშნული ტარიფი გასული სასწავლო წლიდან შევიდა ძალაში და მიმდინარე სასწავლო წელსაც გრძელდება.

 

სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სილქნეტი შეახსენებს:

 

აღნიშნული შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ.

 

პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS)  მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით,  ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომია მიმდინარე სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან.