შეამოწმე სერვისები და შეთავაზებები მარტივად - კოდით *222#

30 აგვისტო, 2021

დღეიდან შეგიძლიათ აკრიფოთ მხოლოდ ერთი კომბინაცია *222# და სწრაფად  ნახოთ ყველა მიმდინარე და შეჩერებული სერვისი, გაეცნოთ და გაიაქტიუროთ სასურველი პაკეტი, ასევე გაეცნოთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილ შეთავაზებებს.

 

 

ერთიანი კოდის *222# გამოყენებით მობილური ქსელის მომხმარებლები (ფიზიკური პირები) ცხელ ხაზთან კავშირის ან მომსახურების ცენტრში მისვლის გარეშე, მიიღებენ სრულ ინფორმაციას:

 

  • აქტიურ და შეჩერებულ სერვისებზე;
  • ინდივიდუალურ შეთავაზებებზე;
  • პაკეტების „სილქ კოსმო“; “მეტი”; ინტერნეტ; სმს და სხვა პირობებზე;

 

ნებისმიერ დროს თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება  ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას.

 

გამოიყენეთ ერთიანი კოდი *222# ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის და საჭირო სერვისის მისაღებად!