შეამოწმე ბალანსი ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე!

8 ივლისი, 2021

გსურთ მარტივად გაიგოთ  პირადი ანგარიშის, ბალანსის და დავალიანების შესახებ ინფორმაცია? ეს შესაძლებელია რამდენიმე გზით:

დარეგისტრირდით მომსახურების პორტალზე my.silknet.com!  სახლიდან გაუსვლელად, ცხელი ხაზის ოპერატორის დახმარების გარეშე, თქვენ შეძლებთ მართოთ სილქნეტის ქსელში ჩართული ყველა სერვისი: შეამოწმოთ ბალანსი, საკუთარ ან სხვის ანგარიშზე გადაიხადოთ ყოველთვიური გადასახადი, შეცვალოთ პაკეტი, დაიმატოთ თემატური პაკეტები ან სხვა შეთავაზებები. წვდომა ვებ გვერდზე 24 საათიანია და  ნებისმიერ დროს შეძლებთ ზემოთჩამოთვლილი ოპერაციების შესრულებას.

SilkTV მენიუდან,  კატეგორიაში „ჩემი SilkTV“  უსწრაფესად შეიტყობთ თუ რა დავალიანება გერიცხებათ იმ მომენტისთვისანგარიშის ნომრის, გააქტიურებული პაკეტების და მოწყობილობის მონაცემების დამახსოვრებაც არ დაგჭირდებათ.  ყველაფერს „ჩემი SilkTV“ ინახავს.

დავალიანებაზე ინფორმაციის მიღება sms-ითაც შეიძლება. გააგზავნეთ  აბონენტის ანგარიშის მონაცემები ნომერზე 90003  და მიიღეთ სრული ინფორმაცია. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ნომრიდან.