National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემის მეასე ნომრის გამოსვლა წინანდლის მამულში აღინიშნა

31 მაისი, 2021

National Geographic-ის ქართული რედაქცია საერთაშორისო გამოცემის დიდი ოჯახის ნაწილია. კომპანია სილქნეტის თანადგომით,  მსოფლიოში დაგროვილი ცოდნა თითქმის  ათი წელია რაც  ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.  ჟურნალის ინტერესის სფერო ფართოა და მეცნიერების ფაქტობრივად ყველა დარგს მოიცავს. თუმცა, მისი მთავარი მიზანია – გაავრცელოს ცოდნა ჩვენი პლანეტის შესახებ.  

 

ინტერკომუნიკაციის ნომერ პირველი არხი მსოფლიოს  50 ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია,  ბიოლოგია,  გეოგრაფია, ასტროფიზიკა, სამეცნიერო სფეროში მიმდინარე აქტუალური პროცესები და მოვლენები  ამ გამოცემის დამსახურებით,  არამარტო სამეცნიერო წრეებისთვის, არამედ სტუდენტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, სხვა დაინტერესებული პირებისთვის გახდა ხელმისაწვდომი საქართველოშიც.

 

წინანდლის მამულში, სადაც ჟურნალის მეასე ნომრის გამოცემა საგანგებოდ აღინიშნა, სტუმრებს გააცნეს რედაქციის საქმიანობა პირველი ნომრიდან დღემდე. სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პრეზიდენტი და ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრები.

 

 ცალკე აღინიშნა სტატია „გზაზე“, რომელიც საგანგებოდ ქართული გამოცემისთვის მომზადდა და თუშეთს, თუშ მეცხვარეებს ეძღვნება. მასალა იაპონურ, გერმანულ, ჩეხურ, ბულგარულ, სლოვაკურ, პოლონურ და ესტონურ  გამოცემებშიც გამოქვეყნდა და  მთავარი, ინგლისურენოვანი  National Geographic-ის ვებგვერდზე აიტვირთა. ამ პუბლიკაციისთვის, ავტორს გიორგი გოგუას, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში გადაეცა.

 

ჟურნალის შემოქმედებითი გუნდი უამრავ პროექტზე მუშაობს და  საინტერესო აქტივობებს კომპანია  სილქნეტთან ერთად გეგმავს.  რედაქცია აქტიურად თანამშრომლობს ავტორებთან, ფოტოგრაფებთან, აწყობს ფოტო კონკურსებს და საუკეთესო გზამკვლევია დაინტერესებული მკითხველისთვის. თითოეულ ნომერში, საერთაშორისო სტატიების გარდა, საქართველოს თემატიკაზე მრავალი ფოტო მასალა და სტატია ქვეყნდება.

 

ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ჟურნალის ელექტრონული საიტი https://nationalgeographic.ge/ და ფოტო კონკურსების