26 თებერვლიდან საქართველო FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს.

18 თებერვალი, 2021

26 თებერვლიდან საქართველო FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. სკი კროსის და სნოუბორდის შეჯიბრი ბაკურიანში გაიმართება და სხვადასხვა ქვეყნებიდან 150-მდე სპორტსმენი გვესტუმრება.

 

 

ისტორიაში პირველად და თანაც საქართველოში სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება ჩატარდება.სამწუხაროდ ზამთრის კურორტები სპორტის მოყვარულთათვის კვლავ დახურული რჩება, მაგრამ სილქნეტის სპორტული არხები და ევრონიუსი შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ.

 


2023 წელს კი საქართველო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.  

 

სილქნეტი დაარსების დღიდან საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.