"დისტანციური სწავლება" - 20 GB მობილური ინტერნეტპაკეტი 10 ლარად

15 იანვარი, 2021

სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

სილქნეტი წლებია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ემსახურება სატელეკომუნიკაციო მომსახურებით კონსოლიდირებული სამთავრობო ტენდერის ფარგლებში. პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროსთან თანამშრომლობით, დანარჩენ ორ ოპერატორთან ერთად, სილქნეტი თავის მომხმარებელს (საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს) სპეციალურ შეღავათიან ტარიფს შესთავაზებს - 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად.

აღნიშნული შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ.

პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS)  მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით,  ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა. მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სილქნეტის მობილურ ქსელიში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით.