სილქნეტი Gigabit LTE -ს პროექტის ფარგლებში თბილისში ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს

21 ნოემბერი, 2020

თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები  Gigabit LTE -ს ქსელზე. ამ პროექტის ფარგლებში, გარკვეულ ტერიტორიებზე ფიქსირდება სერვისის ხარვეზებით მიწოდების (voice, internet) შემთხვევები.

ეს სამუშაოები დაგეგმილია იმისათვის რომ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მომხმარებელმა მიიღოს ვიდეო ზარი, ჩაერთოს ონლაინ გაკვეთილებში, გადმოწეროს, ატვირთოს და ჩამოტვირთოს ფაილები რამდენიმე წამში, ითამაშო ონლაინ, ეკონტაქტოს  მეგობრებს საქართველოში და საზღვარგარეთ, ისე რომ ტექნოლოგიური ხარისხი არ შემცირდეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს ინტერნეტის შეუფერხებლად, ხარვეზების გარეშე მიწოდებას.

 ბოდიშს გიხდით პერიოდული შეფერხებისთვის!
გიგაბიტ LTE -ს ჩვეულებრივ 4G შედარებით აქვს 7-ჯერ უფრო მაღალი სიჩქარე და 3-ჯერ მეტი ტევადობა , ამის შედეგად უფრო მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით.  გამოყენება მოგცემთ საშუალებას online რეჟიმში უყუროთ UHD და 4K ხარისხის ვიდეოებს , ასევე მაღალი გარჩევითობით და წყვეტების გარეშე ითამაშოთ უახლესი Online თამაშები , ასევე ძალიან სწრაფად ჩამოვტვირთოთ დიდი მოცულების ფაილები (4K ხარისხის ფილმები, თამაშები)

ამ ეტაპზე გიგაბიტ LTE დანერგილია თბილისსა და ბათუმში. პროექტი ითვალისწინებს, ერთი წლის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით ქსელის ტექნოლოგიურ განვითარებას აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებით.