პორტალი www.sms.ge გაუქმდა

20 ნოემბერი, 2020

დღეიდან SMS.GE საიტის მომსახურება უქმდება.

 

პორტალიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნამ შიდა ქსელში აქტუალობა დაკარგა.  ჯეოსელის, ლაილაის და პორტირებულ აბონენტებს შორის აღნიშნული სერვისი ბოლო პერიოდში აღარ იყო მოთხოვნადი.  

 

კომპანია სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს კვლავაც სთავაზობს SMS-მომსახურებას სხვადასხვა პირობით: მოქმედებს, როგორც სტანდარტული ტარიფი (6 თეთრი), ისე დღიური ტარიფი და ერთდღიანი და ერთთვიანი პაკეტი. 

 

უფასოდ SMS-ის გაგზავნა (დღეში 50 შეტყობინება) შესაძლებელია (ოპტიკური ქსელის აბონენტებისთვის) სილქნეტის თვითმომსახურების პორტალიდან mysilknet.com.

 

კომპანია სილქნეტი მუდმივად ნერგავს სიახლეებს მომხმარებლებისთვის. უფრო თანამედროვეს ხდის და  ავითარებს სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას,  ფიქსირებულ ინტერნეტს, სატელევიზიო მაუწყებლობას  და ფიქსირებულ ტელეფონიას. ყველა ამ მომსახურების მიღება მსურველს შეუძლია ერთ პაკეტად (სილქ+), სადაც მნიშვნელოვანი ფასდაკლებებია გათვალისწინებული ერთგული მომხმარებლებისთვის.