5 ნოემბრიდან, SilkTV-ის მომხმარებლებისთვის ახალი თემატური პაკეტი „აჭარასპორტი" ემატება

5 ნოემბერი, 2020

რა არის ახალი? - SilkTV-ის სპორტულ კონტენტს პრემიერ ლიგა დაემატა

 

ნოემბრიდან SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება ახალი თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“. პაკეტი მოიცავს არხებს: Adjarasport TV 1, Adjarasport TV 2.

 

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი Adjarasport-ი, ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტის სატელევიზიო სერვისით პირდაპირ რეპორტაჟებს, თამაშის მიმოხილვებს, მატჩების სრულ ჩანაწერებს და სხვა ექსკლუზიურ ვიდეოკონტენტს შეთავაზებს. ფეხბურთის გარდა, ამ არხებზე შესაძლებელია საჩოგბურთო ტურნირების და სხვა სპორტული ღონისძიებების თვალის მიდევნება.

 

  • ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის პრემიერ ლიგა , სერია A , ბუნდეს ლიგა
  • კალათბურთი: NBA, ევროლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი
  • ჩოგბურთი: ATP 500 და ATP 1000 ტურნირები, როლანგაროსი,
  • რაგბი: 6 ერი, საფრანგეთის TOP 14
  • ხელბურთი: ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი
  • ძიუდო: მსოფლიო ჩემპიონატი
  • ჭიდაობა: თავისუფალი და ბერძნულ–რომაული ჭიდაობა
  • ფორმულა 1
  • მოტო GP
  • ძალოსნობა
  • ჰოკეი: NHL – ჰოკეის ეროვნული ლიგა
  • დოღი და სხვა ბევრი სპორტული სანახაობა

 

დამატებითი გადასახადის გარეშე „აჭარასპორტი“ ერთი თვით ავტომატურად გაუაქტიურდებათ ოპტიკური ქსელის აბონენტებს.


2020 წლის 5 დეკემბრიდან კი ყველა მსურველს შეეძლება თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“ სტანდარტული ღირებულებით, თვეში 3 ლარად გაიაქტიუროს.