NYC Escorts
.
  • Geocell

FAQ

როგორ დავპორტირდე?

მსურველმა პორტირებისთვის უნდა მიმართოს ნებისმიერ სერვის ცენტრს, ან  სახლიდან გაუსვლელად, შეავსოს განაცხადი  ონლაინ hello.silknet.com და მიიღოს სიმ ბარათი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.  თბილისის მასშტაბით SIM ბარათის მიღება უფასოა.

რა დრო სჭირდება პორტირებას?

თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ პორტირების შესრულებისთვის სასურველი დრო - პორტირების მოთხოვნიდან მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში.

სანამ SIM-ბარათს მივიღებ, მანამდე ხომ არ გაითიშება ნომერი?

ნომერი არ გაითიშება პორტირების პროცესის დასრულებამდე. თუ  შეწყდება მომსახურება, ეს ნიშნავს რომ  სილქნეტის SIM ბარათი გააქტიურებულია და თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება. 

რა შემთხვევაში შეიძლება მივიღო უარი პორტირებაზე ამჟამად მოქმედი ოპერატორისგან?
  • თუ ნომერი არ არის თქვენს სახელზე რეგისტრირებული;
  • თქვენს ნომერზე ირიცხება გასული თვის დავალიანება;
  • თუ ნომერი გათიშულია მიმდინარე დავალიანების გამო;
  • თუ ნომრის აქტივაციიდან / გადაფორმებიდან / წინა პორტირებიდან არ არის გასული 30 დღე
     
შემინარჩუნდება თუ არა წინა ოპერატორთან არსებული დადებითი ბალანსი?

პორტირებისას თქვენს ნომერზე არსებული დადებითი ბალანსის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშზე არსებული თანხა შეგინარჩუნდებათ და მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება სილქნეტის მობილურ ქსელში.
წარმატებული პორტირებისას, წინა ოპერატორთან არსებული ტარიფები, სერვისები და ბონუსები ჩანაცვლდება თქვენს მიერ შერჩეული შეთავაზებებით;