დასაწყისი: 11 იანვარი 2012   -   ბოლო თარიღი: 20 იანვარი 2012
ტენდერი საბაჟო საბროკერო მომსახურებაზე

კომპანია სილქნეტი აცხადებს ტენდერს საბაჟო საბროკერო მომსახურებაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ იურიდიულ  პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების გაცემა მოხდება 2012 წლის 11იანვრიდან  20 იანვრის ჩათვლით  შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. №95, შესყიდვების სამსახურში. 

შესაბამისი პროფილის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ პირობებს:

   საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ტიპის რეჟიმით დეკლარირება.
   საბიუჯეტო და საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციის გარდა , საქართველოს
     კანონმდებლობით გათვალისწინებული  ყველა სხვა, საჭირო საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული 
     დოკუმენტაციის წარმოება.
   სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მის მიერ გაწეულ მომსახურეობაზე.
  სატერმინალო მომსახურება  (ხელშეკრულება საქართველოში მოქმედ ყველა  სატვირთო ტერმინალთან).
   საქართველოს შიდა ტერიტორიაზე სატრანსპორტო მომსახურება, საკუთარი ან და დაქირავებული
     ტრანსპორტით  (საჭიროების შემთხვევაში).
   გამარჯვებულმა კომპანიამ  თვითონ უნდა აწარმოოს ანგარიშსწორება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან
     და  შემდეგ წარუდგინოს  სს“სილქნეტს“  მომსახურების ერთიანი ინვოისი (ანგარიშფაქტურა): 
     ა. სატვირთო ტერმინალთან, სადაც სს“სილქნეტის“ კუთვნილი ტვირთი იმყოფება.
     ბ.  სატრანსპორო კომპანიასთან რომელიც,  საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სატვირთო 
     ერმინალიდან სს“სილქნეტის“  საწყობამდე ტვირთის  გადაზიდვას.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა  შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და ცნობებს:

  უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
   წესდების ასლი
   წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
   ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
   ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
   ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ.
   ცნობა საჯარო რეესტრიდან , რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო
     გირავნობით/იპოთეკით/ ან და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
   ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.
   აღნიშნულ სფეროში მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
   კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები.
   სატენდერო წინადადების ფასი სასურველია წარმოდგენილი იქნას ეროვნულ ვალუტაში დ.ღ.გ-ს ჩათვლით, სადაც
     აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ძირითადი და დამატებითი მომსახურების ღირებულება
   სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს არა ნაკლებ 8 თვის განმავლობაში
   
დაინტერესებულმა კომპანიებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და ხელმოწერილი (ბეჭდით დამოწმებული )  სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში 2012 წლის 20 იანვრის  16:00 საათამდე მისამართზე:
ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. №95, შესყიდვების სამსახურში.
 
პრეტენდენტები ვერ გაივლიან შერჩევას თუ მათ მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო განცხადების მოთხოვნებს.
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ  ს.ს. ,,სილქნეტი“-ს შესყიდვების სამსახურს, ტელ. 294-22-25, 210-00-00
 


Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია