17 ნოემბერი 2011
სილქნეტი ვიდეოთეკის კომერციულ გაშვებას იწყებს

Silk TV-ს მომხმარებელი 18 ნოემბრიდან განახლებული ვიდეოთეკით ისარგებლებს. ახალი,  რეიტინგული ფილმები ყოველკვირეულად ჩაიტვირთება ვიდეოთეკაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფილმების ძირითადი ნაწილი რჩება უფასო, ხოლო ახალი ფილმების შეძენის ფასი 50 თეთრიდან იწყება. 
 
მომხმარებელი შერჩეული ფილმის ტარიფზე წინასწარ იღებს შეტყობინებას და მას  ნაყიდი ფილმის ნახვა შეუზღუდავი რაოდენობით 24 საათის განმავლობაში შეეძლება.  შეძენისას აუცილებელია  ვიდეოთეკის პინ–კოდის მითითება, რომელსაც აბონენტი ცხელი ხაზის 2100 100 ან  2100 400 მეშვეობით შეიტყობს.

„მომხმარებელმა ერთჯერადად უნდა დარეკოს სილქნეტის ცხელ ხაზზე, უნდა დაასახელოს Silk TV-ს ინსტალაციისას მინიჭებული Silk TV-ს კოდური სიტყვა და მიიღოს ვიდეოთეკის პინ–კოდი. თუ მომხმარებელმა 24 საათის გასვლამდე დაიწყო ვიდეოთეკით სარგებლობა, მას 24 საათის გასვლისთანავე არ შეუწყდება სერვისი და შეეძლება ბოლომდე ნახოს ფილმი, სერიალი ან ვიდეო “ – განმარტა სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დარასელმა.

სილქტივის მომხმარებელს ვიდეოთეკით სარგებლობის გადასახადი Silk TV-ს ანგარიშზე დაერიცხება.
 


გაუგზავნე სხვას
სახელი
ელ-ფოსტა
გაუგზავნე მეგობარს
შეტყობინება
გთხოვთ, შეიყვანოთ დაცული კოდი
Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია