15 მარტი 2011
სილქნეტმა „ოქროს ბრენდის„ დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა

14 მარტს გაზეთ  "Financial”-ის და კომპანია "Global Idea“-ს ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“
„ოქროს ბრენდის“ რიგით მეექვსე, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 
2010 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოებაზე კომპანია სილქნეტმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:

 რჩეული ბრენდი სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებში
 რჩეული ბრენდი ციფრულ ტელევიზიაში
 იმედის მომცემი რჩეული ბრენდი

ჯილდოები საზეიმო ვითარებაში „სილქნეტის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ღუღუნიშვილს გადაეცა.

„ოქროს ბრენდი“ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად ითვლება. ის ავლენს და აჯილდოვებს
იმ კომპანიებს, რომლებმაც ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
წლევანდელ ღონისძიებას 100–ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. 2010 წლის ოქროს ბრენდების შერჩევაში მონაწილეობას კი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ. დაჯილდოვების ღონისძიება მოექცა მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.
 




 


გაუგზავნე სხვას
სახელი
ელ-ფოსტა
გაუგზავნე მეგობარს
შეტყობინება
გთხოვთ, შეიყვანოთ დაცული კოდი
Copyright © 2010-2013 ყველა უფლება დაცულია. სს სილქნეტი
Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია