დღეიდან Silk TV–ის მენიუს ჩამონათვალს დაემატა ჟურნალ "National Geographic–ის” გამოწერის ფუნქცია.
მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და კომფორტულად შეძლებს მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის ქართული გამოცემის გამოწერას – Silk TV-ის პულტის ან ცხელი ხაზის 2 100–100 მეშვეობით (კოდური სიტყვის დასახელებით).
National Geographic–ის სარეალიზაციო ფასი 7 ლარია, ხოლო სილქნეტის მომხმარებლებზე ვრცელდება ფასდაკლებები. მათთვის ჟურნალი 5 ლარი ეღირება, რაც კურიერის მომსახურებასაც ითვალისწინებს. ჟურნალის ღირებულება მომხმარებლs ყოველთვიურად დაერიცხება ანგარიშზე.
ჟურნალი National Geographic–ი ქართულ ენაზე ყოველთვიურად გაყიდვაში სექტემბრის ბოლოდან გამოვა და საქართველოს დიდ ქალაქებში გავრცელდება 5 ათასიანი ტირაჟით.
ჟურნალში 70 პროცენტი უცხოური, ხოლო 30 პროცენტი ქართულ კონტენტს დაეთმობა. National Geographic–ი ამერიკის “ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების” ოფიციალური გამოცემაა, რომელშიც თავს იყრის ისტორიის, ახალი ტექნოლოგიების, არქიტექტურის, გეოგრაფიის, ანთროპოლოგიის, კლიმატური ცვლილებების შესახებ ანალიტიკური მასალები.
National Geographic–ი 125 წელია 50–ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა, ამ ქვეყნების რიცხვს უკვე საქართველოც შეუერთდა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 100 100.