სატელეფონო მომსახურების პაკეტის შეცვლა ავტომატურ რეჟიმშიც შესაძლებელია – თქვენივე ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე 2 100 100, აქვტომატურ რეჟიმში აკრიფეთ 6 და მოუსმინეთ ინსტრუქციას. ახალი მომსახურების ყოველთვიური ტარიფი გააქტიურდება მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
საუბრის დეტალური ამონაბეჭდის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა აუცილებელია.
დარეკეთ უფასო ავტომატურ საინფორმაციო ნომერზე 2 100 103 და სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ ინფორმაცია თქვენს სატელეფონო ნომერზე არსებული დავალიანების შესახებ.
0 კოდის შეზღუდვა შესაძლებელია, ამ შემთხვევაში სატელეფონო ნომრიდან ვერ განხორციელდება ფასიანი ზარები.
იურიდიული პირის შემთხვევაში, ბეჭდიანი ანგარიშფაქტურის მიღება შესაძლებელია სილქნეტის სერვის ცენტრებში, ხოლო ელექტრონული ვერსიის მიღება შესაძლებელია – ცხელი ხაზის 2 100 200–ზე დაფიქსირებული მოთხოვნით.
იურიდიულ პირთათვის დავალიანების დაფარვა შესაძლებელია 25 რიცხვამდე. თანხის გადმორიცხვა სასურველია 3 სამუშაო დღით ადრე – საგადახდო დავალებაში აუცილებელია მითითებული იყოს სატელეფონო ნომერი, ან ანგარიშის ნომერი.
ლოკალური ზარი არის ადგილობრივი ზარი სხვა ქსელის აბონენტთან.
ლოკალური საუბრის თანხა დაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლო დღეს.