1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე Silk TV- ს ახალი და არსებული აბონენტებისთვის, (ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის) ვიდეოთეკიდან ყველა ჟანრის ფილმი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. სერვისი ავტომატურად გაუაქტიურდებათ მომხმარებლებს და შესაძლებლობა ექნებათ 1 თვის განმავლობაში ისარგებლონ ვიდეოთეკით სრულიად უფასოდ.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფილმი, შეიყვანეთ PIN კოდი და უყურეთ ნებისმიერ ფილმს უფასოდ, მიუხედავად
იმისა რომ ფილმის ფასი მითითებულია, 1 თვის განავლობაში თანხა არ გერიცხებათ.
PIN კოდის გასაგებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 100 100, ან Silk TV- ს მენიუდან, ფილმის არჩევისას, მონიშნეთ PIN კოდის
SMS–ით გაგება და SMS გაიგზავნება იმ ნომერზე, რომელიც რეგისთრაციისას არის მითითებული.
ვიდეოთეკაში ამჟამად შესულია 1000-მდე ქართული და უცხოური კინო–ფილმი ჟანრების მიხედვით და ფილმები ყოველ პარასკევს ემატება.