6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე Silk TV-ის (დსლ და ოპტიკის) სერვისზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ფასდაკლების აქციით ისარგებლებს, რაც ითვალისწინებს Silk TV-ის ნებისმიერ არჩეულ პაკეტზე მხოლოდ 10 ლარიან სააბონენტო გადასახადს 2 თვის განმავლობაში, ასევე ინსტალაციისა და დამატებით სატელევიზიო მომსახურებაზე (STB) 50%–იანი ფასდაკლებას.
აქციის პერიოდში ჩართული აბონენტებისთვის Silk TV-ის ვიდეოთეკა 2 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება სრულიად უფასოდ. ვიდეოთეკაში ამჟამად შესულია 1000-მდე ქართული და უცხოური კინო–ფილმი ჟანრების მიხედვით.
პირობები არ გავრცელდება (დსლ და ოპტიკის) სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზების პაკეტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის.
აქციის დასრულების შემდგომ კომპანია მომხმარებელს სტანდარტული ტარიფებით მიაწვდის მომსახურებას. აბონენტებს ყოველთვიურად დაერიცხებათ Light პაკეტზე – 15ლარი, Luxe პაკეტზე – 25ლარი, Deluxe პაკეტზე – 50 ლარი და პაკეტ Deluxe HD-ზე (ოპტიკა) – 60 ლარი, ასევე, დამატებით დეკოდერზე 10 ლარი.
სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს არჩეული პაკეტი შეცვალოს.