ხშირად დასმული კითხვები
სახლის ტელეფონი
სატელეფონო მომსახურების პაკეტის შეცვლა ავტომატურ რეჟიმშიც შესაძლებელია – თქვენივე ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე 2 100 100, აქვტომატურ რეჟიმში აკრიფეთ 6 და მოუსმინეთ ინსტრუქციას. ახალი მომსახურების ყოველთვიური ტარიფი გააქტიურდება მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
საუბრის დეტალური ამონაბეჭდის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა აუცილებელია.
დარეკეთ უფასო ავტომატურ საინფორმაციო ნომერზე 2 100 103 და სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ ინფორმაცია თქვენს სატელეფონო ნომერზე არსებული დავალიანების შესახებ.
0 კოდის შეზღუდვა შესაძლებელია, ამ შემთხვევაში სატელეფონო ნომრიდან ვერ განხორციელდება ფასიანი ზარები.
იურიდიული პირის შემთხვევაში, ბეჭდიანი ანგარიშფაქტურის მიღება შესაძლებელია სილქნეტის სერვის ცენტრებში, ხოლო ელექტრონული ვერსიის მიღება შესაძლებელია – ცხელი ხაზის 2 100 200–ზე დაფიქსირებული მოთხოვნით.
იურიდიულ პირთათვის დავალიანების დაფარვა შესაძლებელია 25 რიცხვამდე. თანხის გადმორიცხვა სასურველია 3 სამუშაო დღით ადრე – საგადახდო დავალებაში აუცილებელია მითითებული იყოს სატელეფონო ნომერი, ან ანგარიშის ნომერი.
ლოკალური ზარი არის ადგილობრივი ზარი სხვა ქსელის აბონენტთან.
ლოკალური საუბრის თანხა დაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლო დღეს.
DSL ინტერნეტი
მომსახურების გაუქმებისთვის პიროვნებამ, ვიზეც არის რეგისტრირებული DSL ინტერნეტი ან სატელეფონო მომსახურება უნდა მიმართოს კომპანიის ნებისმიერ სერვის ცენტრს და დააბრუნოს ყველა ის მოწყობილობა, რაც მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე აბონენტის დროებით მფლობელობაშია.
მოდემის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ დიდუბის სერვის ცენტრში არსებულ ტექნიკურ განყოფილებას, მისამართზე თევდორე მღვდლის. №46
უკაბელო ტელეფონი
უკაბელო ტელეფონის დამტენის შეძენა შესაძლებელია დიდუბის სერვისცენტრში მისამართზე თევდორე მღვდლის. №46
სატელეფონო მომსახურების პაკეტის შეცვლა შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში – თქვენივე ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე 2 100 100, ავტომატურ რეჟიმში აკრიფეთ 7 და მოუსმინეთ ინსტრუქციას. ახალი მომსახურების ყოველთვიური ტარიფი გააქტიურდება მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
ტელევიზია
SILKTV–ს შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს სერვის ცენტრებში, ასევე შესაძლებელია შეუკვეთოთ ონლაინ რეჟმში საიტიდან www.silk-tv.com ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 2 100 400.
ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია სილქნეტის ნებისმიერ სერვის ცენტრში
10-16
სილქნეტის საერთაშორისო კოდი 10-16 საშუალებით გთავაზობთ კავშირს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან დაბალი ტარიფით. აკრიფეთ: 10-16 – ქვეყნის კოდი – ქალაქის კოდი – აბონენტის ნომერი.
დარეკეთ უფასო საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 2 100 100 და მიიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების კოდებისა და ტარიფების შესახებ, ან იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე.

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვა
გთხოვთ ყველა ველი შეავსოთ
სახელი
ელ.ფოსტა
შეკითხვა
აღწერა
გთხოვთ, შეიყვანოთ დაცული კოდი
Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია