საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რეგიონებში DSL მომსახურებაზე ინტერნეტის სიჩქარე იზრდება!

17 იანვარი, 2017


 

დღეიდან დედოფლისწყაროში,სიღნაღში, წნორში, ახმეტასა და აბასთუმანში  აბონენტები ფასის შეუცვლელად გაუმჯობესებულ ინტერნეტ სიჩქარეს მიიღებენ.  
 
მინიმალური პაკეტის სიჩქარე 3მბ/წმ-ია. აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ 8 მბ/წმ-დე სიჩქარის სხვადასხვა პაკეტი  შეარჩიონ და განახლებული სატარიფო პირობებით ისარგებლონ.
 

არსებული აბონენტების სტანდარტულ პაკეტებზე გადაყვანა განხორციელდება ავტომატურად. 
ასევე დღეიდან, აღნიშნულ რეგიონებში შესაძლებელი გახდა DSL ტექნოლოგიით SilkTV-ის  სერვისის მიწოდება.
სიახლე ვრცელდება არსებულ და ახალ აბონენტებზე. 
 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს 24საათიანი ცხელი ხაზი 2 100 100.