სილქნეტის საახალწლო ღონისძიება ბავშვებს

5 იანვარი, 2017

კომპანია ,,სილქნეტმა“ თანამშრომლების შვილები კინოთეატრ „რუსთაველში“ მიიწვია.
ბავშვები საახალწლო ანიმაციურ ფილმებს დაესწრნენ  და  ერთად იმოგზაურეს 3D თავგადასავლების სამყაროში. 
კინოსეანსის დასრულების შემდეგ, პატარებს   კომპანია Magic Candy-ის სადღესასწაულოდ  გაფორმებულ დახლთან საჩუქრები დახვდათ, თითოეულ მათგანს მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ტკბილეული ,,სილქნეტის“ ბრენდირებული საახალწლო  შეფუთვით გადაეცათ.
 
კომპანია თანამშრომლის შვილებისთვის რამდენიმე წელია აწყობს საახალწლო ღონისძიებებს, თავაზობს მრავალფეროვან პროგრამას და საჩუქრებს.