სილქნეტის საახალწლო საჩუქარი მომხმარებლებს - ყველა სატელევიზიო არხი ერთი თვით ხელმისაწვდომი ხდება ფასის შეუცვლელად!

20 დეკემბერი, 2016

მომხმარებლებს თბილისსა და რეგიონში, 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით, ავტომატურად გაუაქტიურდებათ SilkTV-ის ყველა არხი ფასის შეუცვლელად, მათ შორის თემატური პაკეტებით.    
 
SilkTV-ის სერვისი აერთიანებს  ქართულ და უცხოურ,  200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის არხს. საახალწლო დღეებში მომხმარებელს საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი, საბავშვო, მუსიკალური, კინო თუ სპორტული შინაარსის სრულ კონტენტზე თვალის მიდევნების შესაძლებლობა მიეცემა.

სილქნეტი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!  
 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით 24 საათიან ცხელ ხაზს 2 100100.