საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კომპანია "სილქნეტმა“ სოციალური თერაპიის სახლის APNSC ერთ-ერთი ბენეფიციარის მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო

14 იანვარი, 2016

სოციალური თერაპიის სახლს, რომელიც წარმოადგენს ,,კავშირს ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ სილქნეტი ერთწლიან მხარდამჭერ პროექტს განახორციელებს. კომპანია ცენტრის ბენეფიციარს სიმონ დარახველიძეს   მზრუნველობას გაუწევს და  თვეში 400 ლარით დააფინანსებს.
 
„ჩვენი ცენტრის ბენეფიციარზე, სიმონ დარახველიძეზე მზუნველობა საკუთარ თავზე სილქნეტმა აიღო. მას უკვე შეუძლია მშვიდად იმუშაოს თავის საყვარელ სახელოსნოში და აღარ შეეშინდეს იმის, რომ ერთ დღესაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების წყაროს გარეშე დარჩება. გვსურს, უღმესი მადლობა გადავუხადოთ "სილქნეტს" გულისხმიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - განაცხადეს ცენტრში.  
ცენტრი  ,, კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვს რომ საჭიროებენ“ განვითარების შეფერხების მქონე 55-მდე ბენეფიციარს  საშუალებას აძლევს მხატვრული და კულტურული საქმიანობებით დაკავდეს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ადგილზე გაიაროს მოკლევადიანი პრაქტიკული კურსი და დასაქმდეს ცენტრის სახელოსნოებში - სტამბა-საამკინძაო, სადურგლო, ქსოვის, სანთლების და სხვა საამქროებში. თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური შემოსავალი. 
 
ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნვა,  ერთმანეთის უფლებების პატივისცემა დღევანდელი საზოგადოების გამოწვევაა, რასაც სილქნეტი და სხვა კერძო კომპანიები აქტიურად უერთდებიან.