საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სილქნეტმა სოფელ კუმურდოს მოსწავლეები ექსკურსიით დაასაჩუქრა

2 ივნისი, 2015

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  სილქნეტის საგანმანათლებლო პროექტის «საშინაო სკოლის» ორგანიზებითა და კომპანიის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით, თბილისს ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოს ერთადერთი საჯარო   სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.  

წერილში, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ მიიღო, მოსწავლეები დედაქალაქის მონახულების სურვილს გამოთქვამდნენ - თუ როგორ მოხვდებიან ერთ დღესაც თბილისში, როგორ იხეტიალებენ მის ქუჩებში და როგორ დაათვალიერებენ იმ კულტურულ და არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებზედაც მხოლოდ წიგნში თუ აქვთ წაკითხული.
ექსკურსია დაიგეგმა. კომპანიის ორგანიზებით ბავშვები თბილისს პირველად ნახავდნენ. 
ერთი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად თბილისის ღირშესანიშნაობები მოინახულეს, დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმის ექსპოზიცია, იყვნენ სამების საკათედრო ტაძარში, გაისერნეს ძველ თბილისში და ისადილეს. 
დღის ბოლოს ბავშვები პროექტ  «საშინაო სკოლისგან» დასაჩუქრდნენ. მათ ბრენდირებული მაისურები, სასკოლო ნივთები და ჟურნალ  «Nატიონალ Gეოგრაპჰიც” ორწლიანი გამოწერა გადაეცათ. ამავე დროს, ჟურნალის ქართულმა რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება  კუმურდოს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს უკვე გამოცემული ჟურნალის ეგზემპლიარები სრულად.
შთაბეჭდილებებით და ემოციურად დატვირთული დღის ბოლოს, მადლიერმა მოსწავლეებმა საგანგებოდ შედგენილი ბარათი დაგვიტოვეს ბევრი გულით.