საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ამერიკის მთავრობის დაფინანსებულ სკოლების რეაბილიტაციის პროექტს კომპანია სილქნეტი შეუერთდა

12 სექტემბერი, 2014

2014 წლის 11 სექტემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად და კომპანია სილქნეტთან პარტნიორობით 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ეწვია  და  საზოგადოებრივი საქმიანობის დღე აღნიშნა.
კომპანია სილქნეტი, ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად  თბილისის 82 საჯარო სკოლას სასწავლო წლის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში დაეხმარა. 

ასევე კომპანიისგან საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა საქართველოში გამოცემული „ნეშენალ ჯეოგრაფიკის“ ყველა ნომერი, სასკოლო რვეულები და SilkTV-ის უფასო ინსტალაციის ვაუჩერი, რითაც სკოლას საშუალება მიეცემა საგანგებოდ მოაწყოს ოთახი, სადაც SilkTV-ის შემეცნებითი პროექტის „საშინაო სკოლის“ ვიდეო-გაკვეთილების მოსმენა შეეძლებათ მოსწავლეებს. 

სოციალურ–შემეცნებითი პროექტი „საშინაო სკოლა“ 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო ხასიათის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს და ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე  მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის გაკვეთილების ახალი ფორმატით და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. სასურველი საგანის, კლასის და გაკვეთილის ნახვა,  დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია მოსწავლეს.