საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სილქნეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 მარტი, 2014

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას ქვეყნის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან
18 მარტს  ხელი მოეწერა კომპანია სილქნეტის და “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამ დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” სტუდენტები პროფესიული სტაჟირების პროცესს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან. 
 „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” თანამშრომლობა კომპანიასთან ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ.
კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს არჩეული სპეციალობის მიხედვით გადაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების  შესაძენად სათანადო პირობებს შეუქმნის. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში განიხილება  „უნივერსიტეტის“ სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.