„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე! „

18 ოქტომბერი, 2013

დღეს კომპანია სილქნეტის თანამშრომლებს მიეცათ საშუალება უანგაროდ ჩაებარებინათ სისხლი და ამით გამოეხატათ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება ესაჭიროება.  აქცია შპს “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” (სისხლის ბანკი) მიერ დეცენტრალიზებულად  ჩატარდა კომპანია სილქნეტის სათაო ოფისში.
 
„უანგარო დონორის“ აქციაში  რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიერ უანგაროდ გაცემულმა სისხლმა ადამიანების სიცოცხლე უნდა იხსნას.