კომპანია სილქნეტი „ართ ჰოლი +“–ის პროექტის მხარდამჭერთა შორისაა

13 ივნისი, 2013

13 ივნისს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში  ე.შვარცის  ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის   „დრაკონის“ პრემიერა გაიმართება. 

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გოგა პიპინაშვილი, რომლის დაარსებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი „ართ ჰოლი +“.  სწორედ ამ ფონდის აღსაზრდელები პროფესიონალ მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ სპექტაკლში. 

პოლიტიკური ზღაპარი „დრაკონი“ საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს ეხება. 
„ძალიან სიმბოლური დამთხვევებია ამ პიესასთან დაკავშირებით. კინომსახიობთა თეატრთან ჩემი მოღვაწეობა  ამ სპექტაკლით დაიწყო. ჩვენი დასის რამდენიმე მსახიობი წელს თეატრალურ უნივერსიტეტში აბარებს და ეს გარკვეული პრაქტიკაა მათთვის.“ – აცხადებს რეჟისორი.
ქ. თბილისის მერიასთან და ღია საზოგადოება „საქართველოსთან“ ერთად, კომპანია „სილქნეტი“ ამ პროექტის მხარდამჭერთა შორისაა.