დახმარება მსახიობ გიორგი ყორღანაშვილს

22 მაისი, 2013

კომპანია „სილქნეტმა“ მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებელ ფონდში 5000 ლარი გადარიცხა.
ახალგაზრდა მსახიობს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. სპეციალური თერაპიის კურსი და შემდგომ ძვლის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია უნდა შესრულდეს ისრაელში, რაც 400 000 დოლარი ჯდება.
ახალგაზრდა მსახიობის მხარდასაჭერად არაერთი საქველმოქმედო სპექტაკლი, კონცერტი და აქცია გაიმართა.