დახმარება პროფესორ კონსტანტინე ჭიჭინაძეს

19 აპრილი, 2013

კომპანია „სილქნეტმა“ მეცნიერ კონსტანტინე ჭიჭინაძის დასახმარებელ ფონდში 5000 ლარი გადარიცხა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს და ლექტორს, კონსტანტინე ჭიჭინაძეს აღმოაჩნდა მწვავე ლეიკემია. მას ესაჭიროება გადაუდებლი ძვირადღირებული მკურნალობის კურსი და გადანერგვის ურთულესი ოპერაცია. თანხის გადარიცხვისთვის გახსნილია სპეციალური ანგარიში.
 
აღნიშნულ ანგარიშზე ქართველი მეცნიერის კონსტანტინე ჭიჭინაძის გადასარჩენად კომპანიებს შორის „სილქნეტი“ პირველი იყო, ვინც მნიშვნელოვანი თანხა გადარიცხა.