სილქნეტი შშმ პირების გადამზადების პროექტში ჩაერთო

24 ოქტომბერი, 2016



ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას იწყებს

ამ ინიციატივას ერთ-ერთი პირველი კომპანია სილქნეტი გამოეხმაურა. პროექტი ,,ყველაფერი შესაძლებელია’’  დასაქმების მსურველ შშმ პირებს, უფასოდ, კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს  და ხელს უწყობს შემდგომში მათ დასაქმებას. 
„კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით პროექტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება.  შშმ პირების გადამზადებით და დასაქმებით რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობა იქმნება. სილქნეტი მოხარულია, რომ ამ პროცესის თანამონაწილე ხდება.“ - განაცხადა კომპანია სილქნეტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა თამაზ დათუნაშვილმა.

კომპანია სილქნეტი მრავალი წელია ზრუნავს შშმ პირებზე. კერძოდ, კომპანიის ქსელში ჩართულ პირველი ჯგუფის უსინათლო აბონენტებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე დაწესებული აქვს 50%-იანი ფასდაკლება სააბონენტო გადასახადზე, ასევე ყოველთვიურად ჩუქნის უფასო სასაუბრო წუთებს სხვა ქსელზე კავშირისას.