Silknet participates in "Tbilisi Marathon 2016"

Jan 1, 2020

თბილისი მარათონმა წელს 2 000-ზე მეტ ქველმოქმედ მორბენალს მოუყარა თავი. მათ შორის  კომპანია სილქნეტის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც გუნდურად მონაწილეობდნენ გარბენში. 
„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ქველმოქმედების შესაძლებლობა და კომპანიის სახელით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ კეთილშობილურ საქმეში.  კომპანია ასევე მონაწილეობდა მსოფლიო რბენის ჭინგს ფორ ლიფე -ის მარათონში“ -  აცხადებენ სილქნეტის გუნდის წევრები.
მარათონი წელს მეხუთედ ჩატარდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა 23 000 ლარზე მეტია, რაც საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება.