სილქნეტმა უანგარო დონორთა აქციაში მიიღო მონაწილეობა

21 ოქტომბერი, 2016



კომპანია "სილქნეტმა" სათაო ოფისში დონაციის აქცია “გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე!“ გამართა.  

აქცია კომპანიაში 2012 წლიდან,  წელიწადში ორჯერ ტარდება და  მასში რამდენიმე ათეული თანამშრომელი იღებს მონაწილეობას. 
თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლით სამი კომპონენტი მზადდება, რაც მინიმუმ სამ პაციენტს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. 
აქცია „ს.ს. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ ხელშეწყობით ჩატარდა. მონაწილეებს მადლობის სიგელები გაეცათ



სილქნეტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თამაზ დათუნაშვილის  თქმით,  დღესდღეობით, უამრავ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებს. სილქნეტის თანამშრომლების მიერ უანგაროდ გაღებული სისხლით ბევრ პაციენტს მიეცემა შვება და გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. 



სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია. გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება. დონორთა მიერ ჩაბარებულ სისხლს, კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები უტარდებათ.