ყველა სასკოლო საგანი ერთ პორტალზე!

19 ოქტომბერი, 2016

 

 
დისტანციური სწავლების ეს კურსი ახლა უკვე ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.    მეცადინეობა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, სადაც ინტერნეტ წვდომაა - სახლში, აგარაკზე, სტუმრად,  ასევე მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობისას. პორტალის მეშვეობით, თქვენთვის მისაღებ დროს,  შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა სასკოლო საგნებში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, დამატებით მოემზადოთ კონკრეტულ დისციპლინაში, გადაიმეოროთ  განვლილი მასალა, მოიძიოთ სასურველი თემა, შექმნათ ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც სასურველ დროს უყურებთ.
პორტალი ადაპტირებულია ნებისმიერი მობილური მოწყობილობისთვის.