კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით განახლდა ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

29 სექტემბერი, 2016


"სილქნეტის" თანადგომით განახლდა ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დიზაინი, მეტად ადაპტირდა ინტერიერი, ასევე აღიჭურვა ციფრული წიგნის გამოყენებისა და გავრცელებისთვის აუცილებელი მოწყობილობით. ამჟამად ცენტრი 16 000 გამოცემასა და 1 000 წევრს აერთიანებს. 
 
განახლებული მედიათეკის პრეზენტაცია 22 სექტემბერს გაიმართა. გახსნის ცერემონიას საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯლავა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, კომპანია "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი და ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ესწრებოდნენ.