სილქნეტი მაღალტექნოლოგიურ ცენტრთან “სილიკონის ველი – თბილისი” თანამშრომლობას იწყებს

26 სექტემბერი, 2016

კომპანია სილქნეტსა და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის  ფარგლებში ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. 
თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მოხდება ,,სილქნეტში’’ დასაქმებული კადრების გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და ასევე, უნივერსიტეტში გადამზადებული სხვა კადრების ინტეგრაცია ,,სილქნეტში’’. შეიქმნება უნივერსიტეტთან  ახლადგახსნილი ტექნოლოგიების საკვირაო სკოლის BTU kids-ის ლექციების ვიდეო ვერსიები, რომლებიც ,,სილქნეტის’’ საგანმანათლებლო არხზე განთავსდება.
 
პროექტის მიზანია ცენტრში მომზადებული კადრების ინტეგრაცია ისეთ მსხვილ კომპანიაში, როგორიც სილქნეტია.
 
სილქნეტი მრავალი წელია განათლების სფეროს აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა პროექტებით, როგორიცაა სასკოლო განათლების კუთხით „საშინაო სკოლა“ და უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები. სწორედ ახალგაზრდების შემეცნების ამაღლებისთვის სილქნეტმა სამი წლის წინ დააფუძნა ჟურნალ “National Geographic” ს ქართული რედაქცია. ამ გამოცემის  მთლიანი ბიბლიოთეკა დღეს საჩუქრად გადაეცა  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს.
კომპანია სილქნეტსა და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის  ფარგლებში ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. 